პროექტზე დაფუძნებული სწავლება
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
Sunday, November 29, 2015
Saturday, April 5, 2014
მეცხრე დღე (რეფლექსია)
დღეს სრულვყავი ჩემი საქაღალდე, ავტვირთე და ჩემს ბლოგზე გადავიტანე. შემდეგ მოვაწყვეთ პროექტების პრეზენტაცია. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ საინტერესოდ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი. ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ.
ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი. დიდი მადლობა ამ პროექტის ინიციატორებს და მწვრთნელს, ნინო ლოსაბერიძეს, პროფესიონალიზმისათვის, გულისხმიერებისათვის. ვფიქრობ, ამის შემდეგ პროექტებზე მუშაობა გამიადვილდება.
პროექტზე ადრეც მიმუშავია, მაგრამ გზა, რომელსაც გავდიოდი, რთული და მოსაბეზრებელი იყო, ეს გზა მარტივი და სახალისოა.

Sunday, March 30, 2014
მერვე დღე (რეფლექსია)
პროექტზე მუშაობისას საჭიროა მასწავლებელმა იცოდეს, რომელი აქტივობები უნდა გამოიყენოს, რა მეთოდით და რატომ. აქტივობებისა და მეთოდების ურთიერთმიმართება ჩემთვის ახლა უფრო ნათელი გახდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო შეფასების რუბრიკებზე მუშაობა.
Saturday, March 22, 2014
რეფლექსია (მეშვიდე დღე)
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოსწავლის პრეზენტაციის მომზადება. ავირჩიე პროექტის ერთ-ერთი საკითხი, რომლისთვისაც მასალა - ტექსტი, სურათები - მოვიძიე ინტერნეტში. სლაიდებზე განთავსებული მასალა გავაფორმე სპეცეფექტებით, შემდეგ განვათავსე ბლოგზე.
მუშაობა საინტერესო და სახალისო იყო.
მუშაობა საინტერესო და სახალისო იყო.
Sunday, March 16, 2014
მეექვსე დღე (რეფლექსია)
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროექტის შეფასების ცოდნა. შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების სქემა. გავიგე, შეფასების ინსტრუმენტების სწორად გამოყენება.გარდა ამისა,
მოვამზადე პრეზენტაცია პროექტის ერთ-ერთი საკითხის.
მოვამზადე პრეზენტაცია პროექტის ერთ-ერთი საკითხის.
Saturday, March 15, 2014
მეხუთე დღე(რეფლექსია)
დღეს შევისწავლეთ პრეზენტაციის გაზიარება და კომენტარების დაწერა, რაც ,ჩემი აზრით, აუცილებელია. ურთიერთშეფასება საჭიროა, რათა გავითვალისწინოთ შეცდომები. შევისწავლეთ ასევე სურათებისა და ვიდეომასალის განთავსება ბლოგზე.
ვფიქრობ, ამ რესურსების გამოყენება მოსწავლეებთან მუშაობას გაუადვილებს მასწავლებელს.
ვფიქრობ, ამ რესურსების გამოყენება მოსწავლეებთან მუშაობას გაუადვილებს მასწავლებელს.
Subscribe to:
Posts (Atom)