დღეს სრულვყავი ჩემი საქაღალდე, ავტვირთე და ჩემს ბლოგზე გადავიტანე. შემდეგ მოვაწყვეთ პროექტების პრეზენტაცია. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ საინტერესოდ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი. ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ.
ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი. დიდი მადლობა ამ პროექტის ინიციატორებს და მწვრთნელს, ნინო ლოსაბერიძეს, პროფესიონალიზმისათვის, გულისხმიერებისათვის. ვფიქრობ, ამის შემდეგ პროექტებზე მუშაობა გამიადვილდება.
პროექტზე ადრეც მიმუშავია, მაგრამ გზა, რომელსაც გავდიოდი, რთული და მოსაბეზრებელი იყო, ეს გზა მარტივი და სახალისოა.
No comments:
Post a Comment